Saturday, June 12, 2010

ვიდეო მასალა

პრეზენტაცია

ფოტოალბომი




პროექტის აღწერა


ისტორია1. სახელი: კავკასიის რეგიონი.
2. პროექტის მოკლე აღწერა:

კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობის დადგენა,ევროპასა და აზიას შორის საზღვრის გატარების ალტერნატიული ვარიანტების განხილვა.
რეგიონის გეოგრაიული მაჩვენებლების შედარება და ამის საფუძველზე მსგავსება-განსხვავების დადგენა
რუკებიდან და სხვა გეოგრაფიული საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციის შეჯერება და ანალიზი.
3. პროექტის სრული აღწერა: შეფასების რუბრიკით**
კავკასია მიეკუთვნება ახალგაზრდა მთათა სისტემას და ამიტომ ითვლება მთიან რეგიონად. კავკასიაში ბევრი ისეთი მწვერვალია, რომელიც ცნობილია არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში. მოსწავლეები დაასახელებენ კავკასიის და კერძოდ საქართველოს ცნობილი მწვერვალებს.რეგიონში არსებულ სასარგებლო წიაღისეულს და მათ ფასეულობას რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხივრებაში. რაოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი რეგიონისთვის მისი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფა, ტერიტორიის და მოსახლეობის განსაზღვრა. სთხოვს ბავშვებს ჩამოთვალონ ის ქვეყნები თუ პოლიტიკური ერთეულები, რომლებიც მდებარეობენ კავკასიაში და დაასახელონ მათი დედაქალაქები. შემდეგ ვაჩვენებ სლაიდს სადაც გამოსახულია კავკასიის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკა და ვამოწმებ მოსწავლეების ნათქვამის სისწორეს.
4. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
5. ვადები: 2-3 კვირა.
6. პროექტის შესაძლებელი აქტივობები კლასებში:
მათ უნდა იმოგზაურონ კავკასიაში. ვსვამ კითხვებს:
ა) როგორ შეგიძლიათ მოკლედ დაახასიათოთ კავკასია?
ბ) რა არის რეგიონი და რა ძირითადი მახასიათებლებით ხდება რეგიონალური დაყოფა;
გ) როგორ დავადგინოთ რეგიონის ადგილმდებარეობა რუკაზე;
დ) რას ეწოდება გეოგრაფიული კოორდინატები;
ე) რას ეწოდება უკიდურესი წერტილები.
მოსწავლეები პასუხობენ დასმულ კითხვებს.
ვურიგებ ჯგუფებს კონტურულ რუკებს და ვავალებ დაიტანონ რუკაზე კავკასიის საზღვრები, მონიშნონ რუკაზე კავკასიის უკიდურესი წერტილები და იპოვონ მათი გეოგრაფიული კოორდინატები.
დავალების შესრულების შემდეგ ეკრანზე გამოისახება კავკასიის საზღვრები მისი უკიდურესი წერტილებითა და კოორდინატებით, რათა მოსწავლეები დარწმუნდნენ დავალების შესრულების სისწორეში.
მოსწავლეებმა უნდა ჩამოთვალონ ევროპასა და აზიას შორის პირობითი საზღვრის ცნობილი ვერსიები. რომელი ვერსიით ექცევა კავკასია ევროპაში და რომლით აზიაში?
თითოეული ჯგუფი აღწერს საზღვრის მოყვანილობას,იმართებება
დისკუსია თუ რომელი საზღვარია მათთვის მისაღები და რატომ. შემდეგ ვაძლევ დავალებას.
კონტურულ რუკაზე უნდა დაიტანონ პირობითი საზღვრის ევროპასა და აზიას შორის 4 ვარიანტი. შემდეგ ეკრანზე გამოისახება სლაიდი საზღვრების ოთხივე ვარიანტის მითითებით.
პროექტორის მეშვეობით ეკრანზე მიმდინარეობს სლაიდ-შოუ მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ მომზადებული სურათებისაგან, სადაც ბავშვები ამოიცნობენ ჩამოთვლილ ობიექტებს.
მასწავლებელი მოახსენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი რეგიონისთვის მისი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფა, ტერიტორიის და მოსახლეობის განსაზღვრა. სთხოვს ბავშვებს ჩამოთვალონ ის ქვეყნები თუ პოლიტიკური ერთეულები, რომლებიც მდებარეობენ კავკასიაში და დაასახელონ მათი დედაქალაქები. შემდეგ ვაჩვენებ სლაიდს სადაც გამოსახულია კავკასიის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკა და ვამოწმებ მოსწავლეების ნათქვამის სისწორეს.
მოსწავლეებს ვახსენებ, რომ კავკასია მიეკუთვნება ახალგაზრდა მთათა სისტემას და ამიტომ ითვლება მთიან რეგიონად. კავკასიაში ბევრი ისეთი მწვერვალია, რომელიც ცნობილია არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში. მოსწავლეები დაასახელებენ კავკასიის და კერძოდ საქართველოს ცნობილი მწვერვალები.
მოსწავლე იყენებს მოპოვებულ ინფორმაციას რუკასა და დამხმარე გეოგრაფიულ საშუალებებს, განსაზღვრავს ფიზიკური, ისტორიულ გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ნიშნით მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის თავისებურებებს.
გეოგრაფიული კვლევის განსახორციელებლად აანალიზებს და ამუშავებს მოპოვებულ ინფორმაციას.
7.მოსალოდნელი შედეგები: **
შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე:
• დამოუკიდებლად აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას.
• ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს გეოგრაფიული პრობლემების გადაჭრის გზებს და აკეთებს პროგნოზებს.
განსაზღვრავს პრობლემას, კვლევის მიზანს, პრობლემების გადაჭრების გზებსა და მიმართულებას.
შედეგი მიღწეულია თუ:
• გეოგრაფიული კვლევისას განსაზღვრავს ადგილს, მოვლენებსა და პროცესებს შორის ურთიერთკავშირს,(ლოკალურ, რეგიონალურსა და გლობალურ დონეზე) ბუნებრივ პირობებს, რესურსებს, მოსახლეობას, ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ პრობლემებს, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებსა და შედეგებს.
• იცის თუ როგორ შეიძლება კავკასიის გარემო დაცვითი პრობლემების მოგვარება, გვთავაზობს მოგვარების შესაძლო გზებს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან კავშირი: ** - გაეცნობიან სხვადასხვა ეპოქებს, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, კანონზომიერებებს, ისტორიული მოვლენების სოციო-კულტურულ გავლენას რეგიონის ჩამოყალიბებასა და ტრანსფორმაციაზე. გაეცნობიან მასალებს..
ქართული- წერის კულტურის განვითარება, ინფორმაციის მოძიების პროცესში ცოდნის შეძენა, სხვადასხვა საშუალებით სასარგებლო ჩვევების და მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება, გრამატიკულად ფუძეთა შორის კავშირის დამყარება...
ინფორმატიკა - მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით და ბლოგების შექმნა...
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი : ქეთევან დავითაშვილი.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: davitashvili.ketino@gmail.com
14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი *